ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის სოფელი ძევერა და ქვეში დააზარალა. განადგურებულიახეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სეტყვაა დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ასეთი სეტყვა მათ არ ახსოვთ.
ადგილზე იმყოფება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიც.