ძლიერი ქარის მიუხედავად, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს

ბორჯომის ხეობაში სტიქიის ბოლომდე აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა სხვადასხვა სექტორზეა განაწილებული, მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი.

“მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი იყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, არსად, არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს”,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ხეობაში შს სამინისტროს 300 -მდე თანამშრომელია, იგივე რაოდენობის თანამშრომლები ყავს სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს, ასევე, ადგილზე მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები.

“ჩვენ პრაქტიკულად გავანახევრეთ ის ცოცხალი ძალა, რაც ზონაში გვყავდა. დილით უკვე დატოვეს ტერიტორია ჩვენმა სტუმრებმა, ჩვენმა კოლეგებმა. მათ დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. 600-700 კაცამდე ვრჩებით რეგიონში”,-აცხადებს მღებრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში მომუშავე არც ერთი ქართული ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია მომავალ კვირაში გაიხსნება.