ძლიერი ქარი ფოთში- დაზიანებულია სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები

12277341_184531385224533_1606775351_n

ძლიერმა ქარმა ფოთში საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. სახლების სახურავები ზოგი ნაწილობრივ დაზიანდა, ზოგი კი მთლიანად გამოუსადეგარია.  სტიქიის შედეგად დაზიანებულია ასევე ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ მიწოდება ელექტროენერგია. აღნიშნული დაზიანების აღმოსაფხვრელად სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ.

დილიდან ყველა ლოკაციაზე მერიის შესაბამისი სამსახურები მივიდნენ, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და ზარალის ზუსტი ოდენობა სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება უმოკლეს დროში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: პენსიონერებს დღეს ძალიან უჭირთ, იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ოდესმე
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მიმართავს