ძლიერი ქარი – მერიის გაფრთხილება

თბილისის მერია მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ასევე მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს მეტი გულისყურით მოეკიდნონ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს შესაძლოა ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბიზნეს ცენტრი „მოზაიკას” ადმინისტრაცია მზად არის დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს
შემდეგი სტატია“პოლიციელებმა ჩემი ძმა სცემეს!!! …ურტყეს!!! კამერა არ ჩაურთავთ!!! ” – რა მოხდა გლდანში