ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 რეისი გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 რეისი გაუქმდა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გარდა ამისა, 5 ავიარეისის გადამისამართება სხვა აეროპორტებში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, გაუქმდა თეირანიდან და დუბაიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ ნისლის გამო შეფერხება მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში იყო და ამჟამად აეროპორტში რეისების მიღება და გაფრენა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დღეს საღამოს ისევ მოთოვს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა – მუხთარლის საქმეზე გამოძიების შედეგები ობიექტური და გამჭვირვალე იქნება