ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა

ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. სასტუმრო “ბილტმორში” დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები მივიდნენ, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. ფედერაციის პრეზიდენტი კი ყრილობაზე სპორტსმენების 2-3-კაციანი ჯგუფის შესვლას ითხოვდა.
თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა. ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის “ალგანის” თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშიმე ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსს – დავით ქევხიშვილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სტიმულია