ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2018 12:07

ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

კულტურისა და სპორტის სამინისტროში ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე საკითხებზე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ.

მინისტრის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი (კომისია), რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კომისიამ ფედერაციიდან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში საუბარი იყო.

“უახლოეს დღეებში შევისწავლით და შედეგებსა და შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომელიც კომისიის მიერ იქნება მიღებული, ფართო საზოგადოებას მივაწვდით. მანამდე მინდა ვთხოვო ყველას, რომ შევინარჩუნოთ სამართლებრივი ჩარჩოები, არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია”, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, შოთა ხაბარელმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი აცხადებენ, სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ამ ეტაპზე ყრილობის გადადება აუცილებელი იყო, თუმცა დავით ქევხიშვილმა მათი აზრი არ გაითვალისწინა.

რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტების ნაწილმა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციასთან აქცია გამართა. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2018 12:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,947
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics