ძიუდოისტთა პროტესტი და ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა – მიხეილ გიორგაძე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს, ასევე სპორტის კომიტეტის წევრ შოთა ხაბარელს ხვდება. შეხვედრა კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, 11:00 საათზე მიხეილ გიორგაძე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
დაახლოებით ერთ საათში კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები. პროტესტის ნიშნად ყრილობას სავარაუდოდ, არ დაესწრებიან ის სპორტსმენები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპარალიზებული მოძრაობა და უშუქოდ დარჩენილი 11 სოფელი – სამეგრელოდან ივანიშვილის ეზოში გადასარგავად ხე მიაქვთ
შემდეგი სტატიარიგგარეშე ყრილობა ძიუდოს ფედერაციაში – ნაკრების წევრები საგანგებო განცხადებისთვის ემზადებიან