ძებნილი პოლიციელი სამართალდამცველებს ჩაბარდა

 ქუთაისში, პროკურატურასთან ძებნილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ყოფილი პოლიციელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე მან წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პოლიციამ გოდერძი თევზაძეზე ქვეყნის მაშტაბით ძებნა გამოაცხადა, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

2 დღეში დემურ სტრუას გარდაცვალებიდან 40 დღე გადის.

banner
წინა სტატიაშიბელორუსი რუსეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს