პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრში ძარცვა მოხდა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
საქმეზე ძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ცენტრის მეპატრონის თქმით, ზარალი დაახლოებით 6 ათასი ლარია. თანხასთან ერთად წაღებულია ტექნიკაც.
“საკმაოდ დიდია დანაკარგი, დაახლოებით ზარალი 6 ათას ლარამდეა,”-აცხადებს გასართობი ცენტრის დირექტორი, გიორგი მთიულიშვილი