ძარცვა ბათუმში-სუპერმარკეტ “იალჩინის” ბუღალტერს თავს დაესხნენ

Crime Scene

ბათუმში გვიან ღამით თავდასხმა მოხდა სუპერმარკეტების ქსელის „იალჩინის“ ბუღალტერზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელმა 150 ათასი ლარი გაიტაცა. შემთხვევა იალჩინის კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა. როგორც ცნობილია, საწყობიდან გამოსული ბუღალტერის ავტომანქანა შეაჩერეს და შეიარაღებულმა პირებმა ფული გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ „იალჩინის“ ერთ-ერთი ფილიალიდან 31 დეკემბრის 00:00 საათზე, „სანტა კლაუსმა“ 40 ათასი ლარი გაიტაცა.

banner
წინა სტატიაში“საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია”
შემდეგი სტატიაე.წ. გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება