“ძალიან თვითდამშვიდებასაც ნუ მიეცემიან”- მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობას აფრთხილებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელს უჭერენ მხარს, შესაძლოა უმრავლესობის წევრი დეპუტატები გადაიბირონ. მეჭიაური აქცენტს იმ დეპუტატებზე აკეთებს, რომლებიც მისი აზრით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მხრიდაან იგნორირებულნი არიან და მათ საარჩევნო სიაში ჩასმას არ აპირებენ.
„არ არის გამორიცხული, რომ მათ უკვე ცალკეულ დეპუტატებთან იმუშაონ , შესთავაზონ თავის რიგებში ადგილი, იმ მხარდაჭერის სანაცვლოდ , რომელიც ამ კანონის გასატანად სჭირდებათ. უმრავლესობაში ზოგიერთი დეპუტატი არის იგნორირებული, შესაძლოა მათ ცდუნებას ვერ გაუძლონ. მივანიშნებ უმრავლესობის ლიდერებსაც, ძალიან თვითდამშვიდებასაც ნუ მიეცემიან, გაითვალისწინონ თავისი კოლეგების აზრიც, რათა კურიოზულ სიტუციაში არ ჩავარდნენ, კი ინაწილებენ სიაში ადგილებს, მაგრამ შეიძლება ეს ადგილები არ დარჩეთ. ბევრმა იცის ვინ იქნება და ვინ არა. მე თავისთავად ცხადია, რომ არ ვიქნები“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელტან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.

 

banner
წინა სტატიაში„დინამო არენაზე“ რობი უილიამსის კონცერტისთვის სცენის დამონტაჟება იწყება
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღება დღეიდან ეტაპობრივად შეეძლებათ