“ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. დისკუსიას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასმთავრობო რგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დისკუსიამდე გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა პირისპირაც ისაუბრეს.

დისკუსიის დაწყებამდე შეფასებები გაკეთდა მედიის წარმომადგენლებისთვის. იოჰანეს ჰანმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

“ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები… საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა რეფორმების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ ჩვენი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა საქართველოსთან,” – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიპედაგოგთა საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება
შემდეგი სტატია“გაისად საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის უფასოდ ჩავატარებთ”