“ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ” – პრემეირი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციას აფასებს

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

პრემიერმინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციას ეხმაურება. კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჯონ კერის ვიზიტი, რომელიც საქართველოში ზაფხულში იგეგმება.

პრემიერმა ასევე იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ აშშ-ის მხრიდან ექნება საქართველოს.

“ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხრიდან,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელი: მინდა გამოვეხმაურო ბატონი გრიგორი კარასინის სრულად თავხედურ მოსაზრებას
შემდეგი სტატიაზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე პატიმრობის შეფარდებას უსაფუძვლოს უწოდებს