ძალიან მძიმედ დაუმთავრდებათ პრავდას სტილში წერილების წერა თუ გააგრძელეს-დავითაია პრემიერის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტარებისთვის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში უსამართლოა, “თავის მართლების უსუსურ მცდელობად” აფასებენ. “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” პარტიაში გიორგი კვირიკაშვილის წერილზე გაზეთ “პრავდაში” დაწერილი წერილები ახსენდებათ.

“პრემიერი მე მგონი გაოცებულია რომ თვითონ პრემიერია. რაც შეეხება ასეთ პასუხებს, მე მახსენდება გაზეთ პრავდაში რომ წერდნენ წერილებს. ვის რა წერილებს წერენ, ჩვენი პარტნიორი ევროპარლამენტარების შენიშვნები, უნდა გაითვალისწინო და არა პასუხი უნდა გასცე და გაოცებული იყო. ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წელს ოცნებიდან გაოცების ხანაში გადავიდნენ. ძალიან მძიმედ დაუმთავრდებათ მათ პრავდას სტილში გაგზავნილი წერილების წერა თუ გააგრძელეს,”-განაცხადა პაატა დავითაიამ.

banner
წინა სტატიაში70-მდე დაზარალებული ოჯახი და დაშავებული სამი მაშველი-ხანძარი კლდიაშვილის ქუჩაზე
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა