“ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს” – ნოდარ ხადური საკადრო ცვლილებებზე საუბრობს

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები პრემიერის კომპეტენციაა.

„მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ. დანარჩენს ყველაფერს იტყვის საქართველოს პრემიერმინისტრი. პრემიერმინისტრის კომპეტენციაა, თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ საქართველოს პრემიერმინისტრს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის შემცვლელად ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა პროფესორი გივი ღამბაშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა