“ძალიან გული მწყდება ირაკლიზე, ის იყო არჩვეულიებრივი პრემიერი და კარგი მენეჯერი”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არაჩვეულებრივი პრემიერ-მინისტრი იყო.

ბესელიამ ხაზი ყოფილი პრემიერ-მინისტრის პიროვნულ თვისებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ძალიან კარგი მენეჯერი იყო.

„ძალიან გული მწყდება ირაკლიზე. ის იყო არჩვეულიებრივი პრემიერი და კარგი მენეჯერი. მას ჰქონდა პიროვნული თვისებები ისეთი, რომ მართავდა მთავრობას და შეეძლო ნებისმიერ პირთან კომუნიკაცია. თუმცა ეს არის ირაკლის გადაწყეტილება და დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირები თანამდებობას ებღაუჭებიან და მისი დათმობა აღარ სურთ, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლეობის ჯერია”- პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომი პროცედურები
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: “ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება”