“ძალიან ცუდ კონსტიტუციას, ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით”-კობახიძე

”ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას, ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომისიის მუშაობაში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

”ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას, ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით, ისეთი კონსტიტუვციით, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ისეთი კონსტიტუციით, რომელიც ჩაუყრის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს. ეს არის საერთო სურათი, რომელიც მე ვფიქრობ წარმოდგენილია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.
ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან, ასევე გვქონდა კონსულტაციები ძალიან მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან ამ პროექტებთან დაკავშირებით და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია. ძალიან მნიშვნელოვანია, დაწყებული პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომლიც სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“…სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება”- კობახიძის ახალი ბრალდება პრეზიდენტს
შემდეგი სტატია,,სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად… მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია“ – მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა