“ძალადობა, როგორც ფაქტორი, პოლიტიკაში არ უნდა იყოს“ – გია ჟორჟოლიანი

დღეს პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს წევრები შეიკრიბებიან. გიორგი მარგველაშვილმა სხდომა 3 საათზე დანიშნა და მთავრობის წევრებს რეზიდენციაში ელოდება. მსჯელობის მთავარი თემები მიმდინარე და დაგეგმილი პოლიტიკური მოვლებები იქნება.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას აპირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური განსახილველი საკითხების თაობაზე არ საუბრობს.

დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე კომენტარები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კორცხელის ინციდენტის საკითხი.

“მე მგონი ნათელია ჩვენი პოზიცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ძალადობა, როგორც ფაქტორი, პოლიტიკაში არ უნდა იყოს”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშივახმე, დამაბრალეთ რაც გინდათ – თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება
შემდეგი სტატია“ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე” – სლოვაკეთის პრეზიდენტი