„ძალადობა აფრიკელ გოგონებზე“ – რას ყვებიან ქართველ ჯარისკაცებზე გაეროს უმაღლესი კომისრის მოხსენებაში

ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანგარიში გამოაქვეყნა.

საუბარია, ევროკავშირის მისიაში მონაწილე რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიის შესრულების დროს, სამხედროები სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. თუმცა ფაქტის მტკიცებულებებზე საუბარი არ არის.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. განმარტებები ჟურნალისტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გამართა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ლავროვთან შეხვედრა შესაძლებელია, თუ იქნება შესაბამისად მომზადებული