DW-ს ინგლისელმა ჟურნალისტნმა NATO-ს გენმდივანს ,,გადაუარა,, (ვიდეო)

,,დოიჩე ველეს,, (DW) ინგლისელმა ჟურნალისტმა ტიმ სებასტიანმა, გადაცემა ,,CONFLICTZONE,,-ს ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივათან ინტერვიუს დროს თავისი პირდაპირი, დაუფარავი და არგუმენტირებული კითხვებით, მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა და დიპლომატების ციტატებით, რესპოდენტი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო ალიანსად წოდებული ორგანიზაციის ლიდერი – იენს სტოლტენბერგი, უსუსურ და სასაცილო არსებებად ჩანდა…

ტიმ სებასტიანის კითხვები, რომელიც თავის თავში NATO-ს  საქმიანობის შეფასებებსაც მოიცავდა, ეხებოდა რუსეთთან ნატოს დაპირისპირებას, ალიანსის რუსეთთან ,,ცივი ომის,, პირობებში ჰყოფნას, რისი აღიარებისკენაც ჯურნალისტმა  მოუწოდა გენერალურ მდივანს და მას რეალური საფრთხეების დაკნინებაში დასდო ბრალი… ,,რატომ აკნინებთ ამ საფრთხეებს ბატონო გენერალურო მდივანო?,, პირდაპირ მიახალა ჯურნალისტმა თავის რესპოდენტს… რაზეც სტოლტენბერგის პასუხი იყო, რომ ,,NATO ამ დროისთვის ვერ ხედავს ვერანაირ სერიოზულ საფრთხეს რუსეთის მხრიდან ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის,,

,,ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთში ყირიმში შეიჭრა,, განაცხადა სტოლტენბერგმა, რასაც ჯურნალისტის რეპლიკა მოჰყვა… ,,გამოდის, რომ თქვენ ჩხუბის შემდეგ იქნევთ მუშტებს?!,,

სტოლტენბერგის განცხადებას ,,ჩვენ ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი ვართ მსოფლიოში და შემაკავებელი ფაქტორი,, სებასტიანის მხრიდან კიდევ ერთი ,,ჩამჭრელი,, კითხვა მოჰყვა ,,საიდან ხართ ყველაზე ძლიერები, თუ რუსეთში გაძლიერებული სამხედრო წვრთნების დანახვაც არ შეგიძლიათ?,,

ტიმ სებასტიანმა გენერალურ მდივანს სირია და ალეპო შეახსენა… ,,თქვენ იყავით უძლურნი შეგეჩერებინათ ან შეგეკავებინათ რუსული ავიდაბომბვები ალეპოში, რომელმაც მოსახლეობას საშინელი ტანჯვა მოუტანა და რომელიც გაეროს განმარტებით იყო სამხედრო დანაშაული… NATOს 28 ქვეყანა უძლური იყო შეეჩერებინა რუსეთი… და ახლა თქვენ ზიხართ და უყურებთ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ გაჟლეტას და არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ,,  რაზეც სტოლტენბერგის პასუხი იყო, რომ ძალიან საშიშია სირიის კონფლიქტისა და NATO-ს ამოცანების ერთმანეთში არევა,, გენერალური მდივნის აზრით NATO-ს მთავარი ამოცანა მხოლოდ მისი 28 წევრი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა… ,,სირია NATO-ს წევრი არაა და ასე რომ არ უნდა ავურიოთ NATO-ს ამოცანები სირიის კონფლიქტს,, განაცხადა სტოლტენბერგმა რასაც ასევე ჯურნალისტის რეპლიკა მოჰყვა… ,,მე კი არ ვურევ ერთმანეთში… მე უბრალოდ გეუბნებით, რომ თქვენ ზიხართ და უყურებთ როგორ დომინირებს რუსეთი იმ რეგიონში, სადაც NATO-ს გადამწყვეტი ინტერესები აქვს… ახლო აღმოსავლეთში და ხმელტაშუა ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში… როდესაც რუსეთმა სირიაში ოპერაცია დაიწყო., მან აშშ-ს ავიაციას მხოლოდ ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ სირიის ცა დაეტოვებინათ… აი სულ ეს არის რაც უნდა ვიცოდეთ თქვენს შემაკავებელ ფაქტორზე,,

,,დოიჩე ველეს,, ჟურნალისტმა ალიანსი ბალტიის ქვეყნების დაცვის სფეროში არაეფექტურობაში დაადანაშაულა და სტოლტენბერგს რომელიც ამ ქვეყნებში  NATO-ს 4000 ჯარისკაცის ყოფნით იქებდა თავს, საყვედურის ტონით უთხრა, რომ ,,ალიანსმა 13 თვე და მრავალი წევრი ქვეყნის ლიდერთან მოლაპარაკება მოანდომა 4000 ჯარისკაცის ჩაყვანას ბალტიისპირეთის დასაცავად, რომლებიც დიდი ალბათობით, რეგიონში რუსეთის 320.000 ჯარისკაცის პირისპირ ვერაფერს გააწყობენ,,

ჯურნალისტმა ტიმ სებასტიანმა იენს სტოლტენბერგს შეახსენა ალიანის წევრი ქვეყნების ფორმულა, რომლის მიხედვითაც წევრები საერთო ფასეულობების მატარებლები არიან და იზიარებენ ამ ფასეულობებს… ,,მინდა გკითხოთ, თქვენ იზიარებთ NATO-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის ფასეულობებს, რომელმაც სულ ახლახან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა სიტყვის თავისუფლებას… რომელმაც გამოიგონა მთელი ისტორიაბი მწერლების, მეცნიერებისა და სახმედროების წინააღმდეგ… სადაც მიდის მასობრივი დაპატიმრებები მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების… ყველასი ვისაც როდესმე სახელმწიფო დანაშაულებების გამოძიებაზე მუსაობდა… თქვენ იზიარებთ ერთიან ფასეულობებს ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან?,, რაზეც სტოლტენბერგის პასუხი ასე ჟღერდა… ,,თურქეთში ცოტა ხნის წინ სახალმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და მათ უფლება აქვთ სისხლის სამართლის დევნა გამოაცხადონ მათ მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა,, არც ამ პასუხთან დაკავშირებით დააყოვნა სებასტიანის რეპლიკამ… ,,თქვენ  გინდათ  მე მითხრათ, რომ თქვენ არანაირი წუხილი თურქეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებტან არ გაქვთ და ამაზე უბრალოდ თვალს ხუჭავთ?!,,

,,თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეა, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, ყირიმთან და რუსეთთან მიმართებაში და ის ესაზღვრება სირიას ერაყს,, ამ სიტყვებით აარიდა თავი პირდაპირ პასუხს დასმულ კითხვაზე სტოლტენბერგმა, თუმცა ჟურნალისტმა მას ჩვეულებრივი პირდაპირობით უთხრა… ,,ესიგი მე თქვენ მეუბნებით, რომ თურქეთი იმდენად საჭირო მოკავშირეა ამ დროისთვის, რომ უხერხულია იქ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ვილაპარაკოთ?!,, ტიმ სებასტიანმა ასევე შეახსენა გენერალურ მდივანს, რომ თავად თურქეთი ამჟამად  NATO-საგან აღფრთოვანებული არაა და ალიანსის შიგნით, სოლიდარობის საკითხიც მოიკოჭლებს.

ინტერვიუს დასასრულს, სტოლტენბერგმა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამონათქვამების კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ ,,აშშ-ში მიხვდებიან, რომ ძლიერი NATO არა მხოლოდ ევროპის ინტერესებში შედის,,

,,თაიმერი,, სრულად გთავაზობთ სტოლტენბერგთან ,,დოიჩე ველეს,, ინტერვიუს – რუსულ ენაზე

ვიდეო:

banner
წინა სტატიაშითურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს
შემდეგი სტატიავიარეთ წრეზე და ისევ ერთპარტიულ მმართველობასთან მივედით