DW: რატომ არ სურთ საქართველოს ნატოში მიღება

“საქართველო აუცილებლად იქნება ნატოში… შემაჯამებელ კომუნიკეში პირდაპირ არის აღნიშნული: 26 ქვეყნის ხელმძღვანელებმა გარანტია მოგვცეს და საკუთარ თავზე აიღეს საქართველოს ნატოში მიღების პასუხისმგებლობა” – ასე ამბობდა 2008 წელს ბუქარესტში ჩატარებული ალიანსის სამიტის შემდეგ იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ახლა ნატოში უკვე 29 ქვეყანაა, მაგრამ საქართველო ალიანსში ისევ არ არის. ნატოს წევრობის მისაღებად სამოქმედო გეგმაში (Membership Action Plan) – რომელიც იმ ქვეყნების დახმარების პროგრამაა, რომლებიც ალიანსის წევრობას აპირებენ, თბილისი ჯერჯერობით, დაპატიჟებული არ არის. აქვე, როგორც ექსპერტები თვლიან, საქართველო ბევრ მოქმედ წევრზე უკეთესად პასუხობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონაწილეობის კრიტერიუმს.

რა არის მიზეზი? ამაზე იყო საუბარი 4 ივლისს ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე ბერლინში კონრად ადენაუერ-სტიფთუნგის ფონდში “ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები”.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების “კი” და “წინააღმდეგ” არგუმენტები ერთმანეთში გაცვალეს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოში ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დავით სიხარულიძემ და მიუნხენში ბუნდესვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორმა კარლო მასალამ.

პროფესორი აღიარებს, რომ საქართველომ უკანასკნელ წლებში არა ერთ წარმატებას მიაღწია ნატოს წევრობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. “წარმატების ისტორიად” ის ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დაფუძნებას, დამოუკიდებელი მედიის დაცვას, სამართლებრივი სახელმწიფოს სტრუქტურების გაძლიერებას ასახელებს.
თუკი საქართველოს ალიანსის რამდენიმე ქვეყანას შევადარებთ, თქვა მასალამ, მაშინ, შედარება არ იქნება მაგალითად, რუმინეთისა და ბულგარეთის სასარგებლოდ. “საქართველო კორუფციის დონით თურქეთის დონეზეა. დიახ, საქართველოში კორუფცია არის, მაგრამ ნატოში არიან ქვეყნები, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სადაც კორუფციის დონე, მინიმუმ იგივეა, რაც საქართველოში” – თქვა პროფესორმა.
ასევე, ნატოში არიან ქვეყნები, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების განაწილების კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა, სადაც ავტორიტარიზმის ტენდენციაა – აშშ-ს უკრაინის საკითხებზე სპეციალურმა წარმომადგენელმა დაამატა და მინიშნება გააკეთა პოლონეთსა და უნგრეთზე.

პრობლემა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა, ალიანსის წევრობის კრიტერიუმები კი არა, მისი რუსეთთან მეზობლობაა. “ქართველები საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის მსხვერპლი არიან” – კარლო მასალამ თქვა. პროფესორმა, რომელიც ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებს ასწავლის, გაიხსენა, რომ 2007-2008 წლებში რუსეთმა აშკარად თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ვერ მოითმენს. როცა ალიანსში ბალტიის ქვეყნები გაერთიანდნენ, სხვა სიტუაცია იყო. “მაშინ რუსეთი სუსტი იყო, ელცინის პერიოდის შემდეგ, ქვეყანა, როგორც იტყვიან, მუხლებზე იდგა – ომთან და ეკონომიკური კუთხით” – გაიხსენა მასალამ.
მოგვიანებით, მისივე სიტყვებით, ნატოში გადაწყვიტეს, რომ ყველაფერზე “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის აფრიალება”, რომლის თანახმადაც ალიანსი ვალდებულია კოლექტიურად დაიცვას თავი მის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, საკმაოდ სარისკოა, ამიტომ, მიუღებელია. მასალამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ორი შესაძლო სცენარი აღწერა. პირველი – მოსკოვი თბილისის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს დაიწყებს, რაც საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და მეორე – ნატოს მიმართ რუსეთი მეტად აგრესიული პოლიტიკა.

“ნატოში არავინაა მზად საკუთარი სიცოცხლე შესწიროს თბილისს. ჩვენ ატომურ სახელმწიფოსთან კონფრონტაცია არ გვსურს, რომელიც ადვილად შეიძლება ატომურ ომში გადაიზარდოს” – განაცხადა პროფესორმა. მხოლოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამაც კი შეიძლება რუსეთის პროვოცირება გამოიწვიოს მოულოდნელი შედეგებით.

რუსეთის პროვოცირებას ნატოს გადაწყვეტილება კი არა, ნატოს ყოყმანი იწვევს – საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ თქვა, რომელიც ამ პოსტზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რვა თვე იმყოფებოდა 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე. “ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რეალიზაციის შენელება არა მხოლდო ცუდია საქართველოსთვის, არამედ, ნატოში ერთობის არ არსებობაზე მიუთითებს და ზუსტად ეს პროვოცირებს მოსკოვს” – დავით საყვარელიძემ თქვა. მან გაიხსენა სიტუაცია, რომელშიც ყველა მხრიდან საბჭოთა ოკუპანტი არმიით გარშემორტყმული დასავლეთ ბერლინი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. “შეეძლო თუ არა ჩრდილეთატლანტიკის ალიანსს დასავლეთ ბერლინი დაებრუნებინა სამხედრო მეთოდებით? არა, არ შეეძლო, მაგრამ მოქმედებდა ერთიანობის პრინციპი, რომელიც მკაცრად იყო დაცული” – თქვა სიხარულიძემ. ის თვლის, რომ რუსეთს აპროვოცირებს არა ნატოს სამხედრო შესაძლებლობები, არამედ, თვითონ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ქვეყნის არსებობა – საქართველოსი, უკრაინის, რომელმაც აჩვენა რუსებს, რომ “ქვეყნები შეიძლება იყვნენ წარმატებულები, დემოკრატიულები, მაგრამ სათავეში დიქტატორის გარეშე”. დავით სიხარულიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანება, ან თუნდაც ამ პროცესის დაწყება კავკასიის რეგიონზე დადებით გავლებას მოახდენს. “საქართველოს ამ გზაზე წარმატებას მეზობელ სახელმწიფოებში პოზიტიური ძვრების გამოწვევა შეეძლო, მათ რეფორმების და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების სურვილი გაუჩნდებოდათ. ნატო ხომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია არა მხოლოდ ალიანსის წევრებისთვის, არამედ, მის საზღვრებს მიღმაც” – თქვა სიხარულიძემ, რომლის აზრითაც, ზუსტად ამ მიზეზით, რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს ისეთი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა. რადგანაც, ბლოკის ქვეყნების საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
“ნატოს ერთიანობა და პრინციპულობა არა მხოლოდ ალიანსისა და საქართველოს ინტერესებს პასუხობს, არამედ, თვით რუსეთისასაც, რადგანაც, მთელს კონტინენტში უსაფრთხოებას და სტაბილურობას აძლიერებს” – თქვა სიხარულიძემ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში ფორუმის დასრულების შემდეგ.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიბიტკოინის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ ტექსტი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიატრამპის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქალი თავისუფების ქანდაკებაზე აძვრა (ვიდეო)