რუსეთის დუმამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონი მიიღო, რომელიც უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის გაწყვეტას გულისხმობს.
დეპუტატებმა კანონი პირველი წაკითხვისთანვანე მიიღეს – მას მხარი დუმას ოთხივე ფრაქციამ დაუჭირა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 16 დეკემბერს შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკრაინასთან მიმართებაში 2016 წლის 1 იანვრიდან შეჩერდება.
შენიშვნაში ნათქვამია, რომ “უკრაინის მხარემ ფაქტობრივად უარი განაცხადა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე დსთ-ს ფარგლებში და აირჩია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა”.
უკრაინის პრეზიდენტმა პიორტ პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკას ამ გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა.