“დუბინკა” მოიტანეთ… და პრეზერვატივი…” – ბედუკაძის ფრაზები და მოქმედება “ციხის კადრების” აქამდე უცნობ ნაწილში

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

ვლადიმერ ბედუკაძე ახალაიას: აი, ესაა თქვენი რეჟიმის რეალური სახეგაზეთ “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ ის კადრები, რამაც 2012 წელს, მისი ჩათვლით, მთელი საქართველო ლამის შეშალა, ლადო ბედუკაძის დადგმულია, რომელიც არამარტო აწამებდა, არამედ თავად დგამდა და იღებდა ამ კადრებს.

 

 როდესაც ლიტველი ექსპერტი ჩამოვიდა და თქვა, რომ თეორიულად შეუძლებელია ცოცხით ადამიანის გაუპატიურება, ჩვენ მაშინ ეს არავინ დავიჯერეთ, რეალურად კი ამისი შანსი არის მინიმალური.

 

მაგრამ ჩვენ გავხდით ბედუკაძის ამ სტუდიის მსხვერპლი, იმიტომ, რო შემდგომი კადრები, რომლებიც სრულად არ იქნა ნაჩვენები, ეს ავანტიურა, იმიტომ, რომ ცოცხი ლამის გახდა 2012 წლის არჩევნების სიმბოლო და არავის არ უფიქრია იმაზე, უფრო გონიერად მოვკიდებოდით ამ მასალას. საბოლოო ჯამში თუ ბოლომდე ნახავს მაყურებელი, ამ ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ ეს ცოცხების კადრები არის დადგმული.

 

ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები და შემდგომ კადრებში ჩანს, რომ პირი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ცოცხი აქვს და ქურდია და ა.შ., რეალურად გახლავთ ფსიქიურად დაავადებული პიროვნება. შემდგომ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ ის სხვა საკანში, როგორ მიდის მისი დაცინვა მათ შორის პატიმრების და მათ შორის ციხის თანამშრომლების მხრიდან.

 

ნაწამები ის არ არის, ეს რეალურად ჩანს კადრებში და არც ცოცხით არ არის გაუპატიურებული. მაყურებელს იმ აფექტურ მდგომარეობაში, 2012 წელს აჩვენეს ცოცხების კადრების ერთი ფრაგმენტი და პატარა ფრაგმენტი, რომელმაც ლამის ჭკუიდან გადაიყვანა მთელი საქართველო და თუ ეს კადრები იქნებოდა ბოლომდე ნაჩვენები, უკვე ცხადი გახდებოდა, რომ ეს კადრები არის დადგმული, ეს არის ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის დაცინვა.” – ამბობს ელისო კილაძე. კადრებში, რომელთა ნახვა აქ შეგიძლიათ, კარგად ისმის ის დამამცირებელი ფრაზები, რომლებითაც ბედუკაძე პატიმრებს მიმართავს, ასევე, ჩანს ძალადობრივი მოქმედებები. 

 

ამასთან, ელისო კილაძემ 2016 წლის 14 აგვისტოს “ციხის” კადრების ის ნაწილიც გამოაქვეყნა, რაც “განსხვავებული აქცენტების” ამ გამოშვებაში არ მოხვდა.

 

“ვფიქრობ, გამოძიება ხელახლა უნდა ჩატარდეს და ციხის ჯალათი ბედუკაძე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”, – ამბობს ელისო კილაძე. 

 

პატიმრებსა და ლადო ბედუკაძეს შორის ვიდეოში ასეთი დიალოგებია:

 

-რა გინდა?
-წყალი.
-აგე, წყალი, აიღე.
-მომეცი წყალი, მეკაიფები, ბიჯო?
-აი, წყალი.
-მომე, ბიჯო, გაშრა პირი, ხალხი არა ხართ? მომეცი, თორემ…
-რას იზამ?
-გავღუნავ და გამოვალ… (გისოსს ეჯაჯგურება. ისმის ლადო ბედუკაძისა და უცნობი ქალის სიცილი, რომელიც მერე, წამიერად, კადრშიც გაიელვებს).
-მომე წყალი, ჩემი დედა…
-არა.
——-
სხვა ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის ღია გისოსიან საკანთან:
-რას შვრები?
-გასაღები მომეცი.
-რად გინდა?
-სახლში წავალ.
-სად? სად ცხოვრობ?
-საჩხერეში.
-ვახ. შენა, კაცი ხარ თუ მაიმუნი?
ისმის გოგოს კისკისი.
-არ მეტყობა, რომ კაცი ვარ?
-რაში გეტყობა, აბა, რაში? მაიმუნს ჰგავხარ და…
-წვერს გავიპარსავ…
-მიდი აბა, გაიპარსე…
———
სხვა ფსიქიკურად დაავადებულის საკანთან:
-ქურდმა დაგარტყა ხელი, რა გამოდიხარ?
-არ დაურტყამს. ქურდები აქ არ არიან.
-გოჩა, გესმის, რას ამბობს შენზე?(სხვა პატიმარს გასძახის) ქურდი არ არისო. ბიჭო, რა გამოდიხარ-მეთქი, ქურდმა რომ დაგარტყა?
-პატიოსანი ბიჭი ვარ…
-ბოზი არ გამოდიხარ?
-არა, პატიოსანი ბიჭი ვარ.
-გესმის, გოჩა? ვინ არის, უთხარი აბა…
გოჩა: – ბოზია, ბოზი…
-გაიგე? ბოზი ხარ.
-პატიოსანი ბიჭი ვარ, აუ, შემეშვი რა, თავი დამანებეთ, პატიოსანი ბიჭი ვარ.
———-
-რა ხარ?
-ქურდი ვარ! (პატიმარი საკანში, დამცავი ჩაფხუტით, რომ თავი კედელს არ მიარტყას, უკან შარვალი ოდნავ ჩაწეული და გისოსებში გამოჩრილი ცოცხით, იმიტაციით, თითქოს ანალურ ხვრელშია გაჩხერილი).
-რა ხარ?
-ქურდი ვარ!
-ცოცხი რომ გაქვს ტ*აკში? მაინც ქურდი ხარ?
-ქურდი ვარ!..

https://youtu.be/05R8E4FbaDg

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს
შემდეგი სტატიალუკა ფეიქრიშვილი: ვიდეოში მყოფი პატიმრები საქმის კურსში არიან ვიდეოს გადაღების შესახებ