პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტში წინა კვირას იქნა მიღებული. კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა უნდა გამოიძიოს.
კომისიის შექმნას კენჭისყრაზე, 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი