,,დროა პუტინს საკუთარი წამლით ვუმკურნალოთ,, – The Washington Post

14610657_652175831609274_1932403732_n,,დროა დასავლეთმა უპასუხოს პრეზიდენტ პუტინს მისივე მეთოდებით და არა მეორე ლოყა მიუშვიროს,,- აცხადებს ამერიკული გამოცემა The Washington Post -ის მიმომხილველი ტომას ფრიდმანი.
,,რა თქმა უნდა არავის უნდა ,,უნდოდეს,, ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის დაწყება, მაგრამ დასავლეთისთვის უკვე არ ღირს მეორე ლოყის მიშვერაც. პუტინის მოქმედებები სირიასა და უკრაინაში, უკვე გასცდა სამხედრო დანაშაულებებს, ხოლო მისი კიბერშეტევები ამერიკულ პოლიტიკურ სისტემებზე, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობის დარღვევით გვემუქრება,, აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი.
ფრიდმანის აზრით, პუტინი უკვე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო დემოკრატიისთვის, ღია ბაზრისთვის, აშშ-სა და ევროკავშირისთვის – ვიდრე ,,ისლამური სახელმწიფო,, და ,,ალ-ქაედა,,
,,საქმე უკვე სირიისა და უკრაინის მიმართ პოლიტიკას კი არ ეხება, არამედ ეხება ამერიკისა და ევროპის მიმართ პრობლემას… ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნდამენტურ ცივილიზებულ ნორმებს,, წერს ამერიკელი ანალიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს
შემდეგი სტატიარუსული ბომბდამშენების უტიფარი კრუიზი ევროპაში