“დროა, მთავრობამ დაიწყოს ხალხზე ფიქრი”, – მიხეილ მაჭავარიანი

არჩევნების თარიღის დანიშვნის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. პრეზიდენტი და პრემიერი, როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან თუ როდის უნდა დაიწყოს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია. ორი უმაღლესი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებას ელოდებიან საკანონმდებლო ორგანოში.

უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის საბოლოო შეთანხმება შედგება, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ საარჩევნო კამპანიის რეჟიმი არ უნდა იყოს 5 თვის განმავლობაში, რადგან მათი თქმით, ეს ფინანსებთან და სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

“თუ რამე გაუგებრობა იყო, ეს უნდა აღმოიფხვრას, თორემ, ის, რომ ვინმემ ვინემ სპეციალურად მოატყუა, მე ამის არ მჯერა”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი ხელისუფლებას ადანაშაულებენ პოლიტიკურ თამაშში. უმცირესობა მოუწოდებს მთავრობას, არ გააჭიანუროს არჩევნების დანიშვნის თარიღი, მისცეს კონტრასიგნაცია პრეზიდენტის მხრიდან გადაგზავნილ განკარგულებას და ქვეყანაში დროულად დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანიაც.

“ვფიქრობ, საკითხი უნდა გადაწყდეს და დროა, მთავრობამ დაიწყოს ხალხზე ფიქრი”, – აღნიშნანაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში,,”რესპუბლიკელების” უმრავლესობაში ყოფნა მაგონებს სიტუაციას – როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი ერთ ცხენზე”
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა