“დროა, გამოათავისუფლოთ საკნები “- ირაკლი ღარიბაშვილი კახა კახიშვილს მიმართავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, შეწყალების თემა ხელოვნურად “ააგორეს”. შეწყალების საკითხზე პატრიარქის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და შექმნილ სიტუაციას “საოცარი აბსურდი” უწოდა.
“სამწუხაროდ, საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ არაფრის შეცვლას არ ითხოვდა, მით უმეტეს კონსტიტუციის. არც სეკულარიზმის დარღვევას ითხოვდა. საოცარი აბსურდია, აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. ააგორეს რაღაც, რომ თითქოს ვიღაცას ფუნქციას ვართმევთ – პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მით უმეტეს არც მთავრობის დაცვა არ სჭირდება. მე ისე გამოვდივარ, ვითომ ვინმეს ადვოკატი ვარ, პირიქით, მე მგონი ჩვენ გვჭირდება დაცვა,” – განაცხადა პრემიერმა, რის კონტექსტშიც სასჯელაღსრულების მინისტრს ხუმრობით მიმართა “დროა საკნები გამოათავისუფლოს”.
ირაკლი ღარიბაშვილმა “სამწუხარო” უწოდა, რომ საზოგადოებაში ასეთი აგრესიული მუხტი არსებობს, თუმცა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აგრესია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობისგან მოდის.
“საბედნიეროდ, უმცირესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გაშმაგებით გვესხმოდნენ თავს…
მე მგონი დროა, გამოათავისუფლოთ საკნები… რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ”, – მიმართა ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ თუკი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ვინმეს რამე შეკითხვა დარჩა, მისი დღევანდელი განცხადების შემდეგ მოიხსნება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი სკოლებში კვების ნორმების დამრღვევთა მკაცრად დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიარისთვის უხდის მადლობას ნოდარ ხადური გიორგი ქადაგიძეს?