დრეზდენში ორი აფეთქება მოხდა

აღმოსავლეთ გერმანიაში, დრეზდენში 26 სექტემბერს, საღამოს ორი აფეთქება მოხდა – Die Welt-ი წერს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პირველი აფეთქება მეჩეთის შენობასთან მოხდა, ნახევარ საათში კი მეორე – საერთაშორისო კონგრეს-ცენტრთან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილზე არავის აუღია პასუხისმგებლობა, ვფიქრობთ, რომ ეს მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული” – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის შეფმა ჰორსტ კრეტცშმარმა.
პოლიციელების გადაწყვეტილებით, ქალაქის ორ მეჩეთთან და ისლამის კულტურულ ცენტრთან დაცვას გაძლიერდება.
.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა დაზვერვის ათობით თანამშრომელი გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა “ჰაიდელბერგცემენტს” საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობის იუბილე მიულოცა