დრანდის ციხიდან გაქცეული ბაჩუკი ლატარია, აფხაზებმა იმავე დღეს დაიჭირეს…

აფხაზური მედიის ცნობით, 10 დეკემბერს დილით დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან გაქცეული მსჯავრდებული ბაჩუკი ლატარია, აფხაზმა სამართალდამცავებმა იმავე საღამოს დაიჭირეს…

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში გასამართლებულმა ხობის მკვიდრმა ბაჩუკი ლატარიამ, 10 დეკემბერს დილის 5:30 საათისთვის დრანდის იზოლატორიდან გაქცევა მოახერხა… როგორც აფხაზური მედია აცხადებს, ამ ფაქტის გამო დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა მობილიზებულიქნა… ოპერატიულ-სამზებრო ღონისძიებების შედეგად კი – საღამოს 17:15 საათზე, სოფელ შაუმიანოვკას ტყის მასივში, გაქცეული პატიმარი დააკავეს.

ქარდავას დაკავებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, აფხაზეთის დე-ფაქტო შსს- მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ, გულირიფშის პოლიციის უფროს მაიორ ასტამურ ხაგუშს, პოლკოვნიკის წოდება რიგგარეშე მიანიჭა, აცხადებს აფხაზური მედია.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია…
შემდეგი სტატიაიტალიამ ანტი-რუსული სანქციების დაბლოკვა უარყო