დოპინგის სკანდალი: სოკი ემუქრება რუსეთს დისციპლინარული ზომებით

დოპინგის სკანდალი: სოკი ემუქრება რუსეთს დისციპლინარული ზომებითსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) დაემუქრა მოსკოვს დისციპლინარული ზომებით დოპინგის სკანდალთან დაკავშირებით.
როგორც სოკის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, კომიტეტმა მიმართა მძლეოსნობის ორგანიზაციების საერთასორისო ასოციაციას (IAAF) თხოვნით, ჩაეტარებინათ გამოძიება ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვისაც ბრალი ედება დოპინგის მიღებაში.
მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ ურჩია IAAF-ს, დისკვალიფირებულ იქნას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია სისტემატური დარღვევებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სპორცმენების მიერ დოპინგის მიღებასთან.
მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ განაცხადა, რომ მოსკოვის ლაბორატორიაში გაანადგურეს 1400-ზე მეტი დოპინგ-სინჯი მანამ, სანამ სააგენტო იქ ინსპექციას ჩაატარებდა და მიუხედავად წერილობითი თხოვნისა, შეენარჩუნებინათ ნიმუშები.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე: ეს არის ცენზურა
შემდეგი სტატიარუსი მესაზღვრეები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან კონტაქტებს ითხოვენ…