დონეცკში სეპარატისტთა მინისტრი ააფეთქეს

დონეცკელ სეპარატისტთა გამოცემა “Новости Донбасса”-ს ცნობით, 23 სექტემბერს დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შემოსავლებისა და გადასახადების მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი, მეტსახელად ,,ტაშკენტი,, ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც სერიოზული დაზიანებები მიიღო და ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულია…
გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოფეევის შესაძლო გადაადგილების მარშუტზე წინასწარ იყო ნაღმი დამონტაჟებული, რომელმაც მოქმედებაში მოსვლის შემდეგ ტიმოფეევის გარდა კიდევ 8 ადამიანი დააზიანა.
დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. სამართალდამცავები, სხვა ინფორმაციას აფეთქების შესახებ, ამ დრომდე არ ავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშირატომ ააფეთქა ,,ფაროსანას,, 13 წამიანმა ვიდეომ ,,ფეისბუქი,, ?
შემდეგი სტატიაცხინვალში დაარსდა “ალანიის სახელმწიფოს მართლმადიდებლური ეკლესია”