დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა

3 (1)დონეცკის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას დონეცკის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი საბჭოთა კავშირის 50 წლისთავის ქუჩაზე მოხდა, მე-9 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დონეცკის მკვიდრი დენის სელეზნიოვი, რომელიც შემთხვევას შეესწრო, თვლის, რომ მომხდარი წარუმატებელ აფეთქების მცდელობას გავს. “მამაკაცი ნაწილებად არის დაფლეთილი. მის გადმოყრილ ნაწლავებს ზემოდან თავი ადევს. სავარაუდოდ, აფეთქდა ის, ვისაც ასაფეთქებელი მიჰქონდა” – ამბობს დონეცკის მკვიდრი.

banner
წინა სტატიაშიოდესელმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა