დონბასში ორშაბათიდან სამშვიდობო რეჟიმი მოქმედებს

დონბასში სამშვიდობო რეჟიმი ძალაში გუშინ, 5 მარტს შევიდა. რეჟიმს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოყვეს, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გაყვანა და განაღმვა. “მხარეებს მოვუწოდებთ შეთანხმება დაიცვან და მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციისათვის მორიგი ნაბიჯები გადადგან” – გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებამ გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ “აბსოლუტური სამშვიდობო შეთანხმების” დაცვა შესაძლებელი გახდება.
მინსკის მოლაპარაკების მხარეებმა “აბსოლუტურ მშვიდობის” შესახებ შეთანხმებას ხელი თებერვლის ბოლოს მოაწერეს. ამასთანავე, კიევი უსაფრთხო ზონის შექმნას ითხოვს მთელი რიგი დასახლებული პუნქტებისათვის. სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკიევის ცენტრში პრეზიდენტის კორტეჟმა 88 წლის პენსიონერი გაიტანა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილს ნ სავარაუდოდ ორ დღეში გადმოასვენებენ