დონალდ ტუსკი – ევროკავშირი მოკავშირეების გვერდით დგას

დონალდ ტუსკიევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ის Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში წერს.

“აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებული დარტყმები მკაფიოდ აჩვენებს, რომ სირიის რეჟიმს, რუსეთთან და ირანთან ერთად, არ აქვს უფლება გაახანგრძლივოს ადამიანების ტრაგედია. ევროკავშირი მოკავშირეების გვერდით და სამართლის მხარეს დგას”, – წერს დონალდ ტუსკი.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიკოალიციის მიერ გაშვებული რაკეტები დაითვალეს
შემდეგი სტატიასირიაზე სარაკეტო დარტყმებს საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება