დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პენტაგონის 2018 წლის ბიუჯეტს, რომელიც 700 მილიარდი დოლარით განისაზღვრება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ პენტაგონის 2018 წლის ბიუჯეტს. სააგენტო “Associated Press” იტყობინება, საერთო ჯამში ამერიკის თავდაცვის უწყება მიიღებს 700 მილიარდ დოლარს. ეს თანხა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებს და შეეფარდება თურქეთის, შვეიცარიისა და ნიდერლანდების მიერ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებას.
გამოყოფილი თანხიდან 4,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება “ევროპაში შეკავების ინიციატივაზე”, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევას. ამ თანხიდან 100 მილიონი დოლარი გამოეყოფა ბალტიისპირეთის ქვეყნებს არმიების გასაძლიერებლად, ხოლო 350 მილიონი დოლარი – უკრაინას ლეტალური იარაღის შესასყიდად.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი ამზადებს ახალ მოხსენებას რუს ილიგარქებსა და კრემლს შორის არსებულ კავშირებზე
შემდეგი სტატიაადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს