დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ვიპოვოთ ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნდობას მისი მისიის მიმართ“, ნათქვამია პრეზიდენტის მიერ კომისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

კომი ამჟამად ხელმძღვანელობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიებას.

banner
წინა სტატიაშითაკო გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროფესტივალს გამოეთიშა
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 10 მაისს გაიმართება