დონალდ ტრამპმა ბერნი სანდერსთან დებატებზე უარი თქვა

რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მილიარდელმა დონალდ ტრამპმა სენატორ ბერნი სანდერსთან ტელედებატებზე უარი განაცხადა – სანდერსი, რომელიც დემოკრატებიდან არის წარდგენილი საპრეზიდენტო მარათონში, ჰილარი კლინტონთან აგებს პრაიმერიზებს.

გადაწყვეტილება ტრამპმა იმით ახსნა, რომ აზრი არა აქვს დებატებს იმასთან, ვინც სავარაუდოდ, გამოეთიშება წინასაარჩევნო მარათონს დემოკრატების მორიგ პრაიმერიზე. უფრო ადრე ტმამპმა განაცხადა, რომ სანდერსთან დებატებზე თანახმა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი შტაბი ტრამპს ქველმოქმედების სახით 10 მილიონს გადაურიცხავს წინასაარჩევნოდ.
ბერნი სანდერსმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი მაინც გადაიფიქრებს უკვე გაჟღერებულ გადაწყვეტილებას.
ადრე, ბერნი სანდერსთან დებატებზე უარი თქვა ასევე ჰილარი კლინტონმა, როგორც მაშინ კლინტონის შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, მას ურჩევნია ეს დრო ამომრჩევლებთან დახარჯოს, ვიდრე დებატებში.

დემოკრატებმა პრაიმერიზი კიდევ 10 შტატში უნდა ჩაატარონ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი, მაინც იქნება 7 ივნისის კენჭისყრა კალიფორნიაში, რომელიც აშშ-ს ყველაზე დასახლებული ადგილია.

banner
წინა სტატიაში(video) პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებ
შემდეგი სტატიაახალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობა იმართება