დონალდ ტრამპის კორტეჟი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

აშშ–ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კორტეჟი ინდიანოპოლისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ამის შესახებ  დასავლური მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება.

პოლიციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომელიც კორტეჟში მოტოციკლეტს მართავდა, ვერ დაიმორჩილა ეს უკანასკნელი და გადაბრუნდა.
ინდიანოპოლისის პოლიციის დეპარტამენტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პოლიციის თანამშრომელმა მცირე სახის ტრავმა მიიღო და იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
დონალდ ტრამპმა თანაგრძნობა გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, აშშ–ს პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა ინდიანაპოლისში, სადაც მან გააკეთა განცხადება საგადახადო რეფორმის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა შედგება
შემდეგი სტატიაინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს