დონალდ ტრამპის ექს-მრჩეველს ჰაკერ Guccifer 2.0-თან მიმოწერა ჰქონდა

აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, რომელიც წინასაარჩევნოდ მუშაობდა დონალდ ტრამპთან, აღიარა, რომ მას მიმოწერა ჰქონდა ჰაკერ Guccifer 2.0-თან, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო დემოკრატიული პარტიის ფოსტების გატეხვა – The Washington Times-მა გაავრცელა.
გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში სტოუნმა განაცხადა, რომ მათი მიმოწერა “ტვიტერზე” ხდებოდა. “მიმოწერა ისეთი ზედაპირული, ბანალური და მოკლე იყო, რომ მე მის შესახებ დამავიწყდა”. კერძოდ, ჰაკერმა ტრამპის მრჩეველს მადლობა გადაუხადა მასზე დაწერილი სტატიის გამო, რომელიც 5 აგვისტოს ინტერნეტ პორტალ Breitbart News-ში გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ პარტიაზე შეტევა განახორციელა Guccifer 2.0-მა და არა რუსმა ჰაკერებმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობის წევრებს “ფაშისტები” უწოდა
შემდეგი სტატიაროტერდამის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა