დონალდ ტრამპის დროს დალაი-ლამამ მშვიდობიანობის ერა იწინასწარმეტყველა

XIV დალაი-ლამამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მშვიდობის ხანა ივარაუდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სანამდე მიიყვანს დონალდ ტრამპი ამერიკელ ხალხს, ტენცზინ გიამცხომ უპასუხა: “დონალდ ტრამპი, ჯერ კიდევ იქიდან, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, თავს უფლებას აძლევდა თავისუფლად ელაპარაკა, მაგრამ ახლა, როცა ის უკვე აირჩიეს, მის მხრებზე დიდი პასუხისმგებლობაა და ახლა მან კარგად უნდა გაიაზროს გარშემო არსებული რეალობა… ვფიქრობ, რომ აქ არაფერია სადარდებელი” – თქვა დალაი ლამამ. მისი აზრით, დონალდ ტრამპს, ისევე, როგორც მსოფლიოში სხვა ლიდერებს, არჩევანი არა აქვს: “თუკი ჩვენ ძალადობის გზით წავალთ, ეს ატომურ ომამდე მიგვიყვანს, სადაც გამარჯვებული არ იქნება – ყველა წააგებს და უგამონაკლისოდ, ყველა დაიტანჯება… მხოლოდ გიჟი მიისწრაფვის ატომური ომისკენ. მაგრამ ასეთ საზოგადოებაში ეს არ მოხდება” – თქვა დალაი-ლამამ.

banner
წინა სტატიაში(Video) რატი გაჩეჩილაძე ჟურნალისტების კითხვებს გაექცა
შემდეგი სტატიაჩინური მედია, ტაივანის აღიარების შემთხვევაში, აშშ-ს შურისძიებით ემუქრება