დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა

სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესანიშნავ ურთიერთობებს წარმართავს.
თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

„ძველი პრაქტიკა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონდა, დაბრკოლებას ქმნიდნენ ჩვენს გზაზე, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ და დღეს აქ ვართ,“ – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

„ეს სიმართლეა,“ – ასე უპასუხა კიმ ჩენ ინის რეპლიკას დონალდ ტრამპმა.

მისასალმებელი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა მოლაპარაკებები უკვე გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

ამერიკული მხრიდან შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე, ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კი შეხვედრას შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ხო და ჩრდილოეთ კორეის „შრომითი პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კიმ იონ ჩხოლი.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა კომენტარი კიმ ჩენ ინთან პირისპირი შეხვედრის შესახებ, რომელიც 48 წუთს გაგრძელდა და რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისოფო ბათილაშვილი “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულია
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე და დაკავებები პარლამენტთან – მესამე სექტორი ინფორმაციას ელჩებს მიაწვდის