დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება.

მილიარდერმა ბიზნესმენმა ოფიციალურად დასახელებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა. მას უკვე ათას 238 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც ერთით მეტია იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი გახდეს.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც საბოლოო კანდიდატი უნდა წარადგინონ, კლივლენდში ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს კი ამერიკელები 8 ნოემბერს აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი ექიმი “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა
შემდეგი სტატიაივანიშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული წერილი ორშაბათს გამოქვეყნდება