დონალდ ტრამპი: პუტინი რომ ჩემზე კარგად საუბრობს, მას აშშ-სთან მოლაპარაკებებში ვერ უშველის

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კომპლიმენტები, რომელიც მისი მისამართით ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთუიერთობებში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს, თუკი თვითონ იქნება თეთრი სახლის ხელმძღვანელი.
“ვფიქრობ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა მექნება, მაგრამ შეიძლება არა” – განაცხადა ტრამპმა.
“პუტინი ძალიან კარგად ლაპარაკობს ჩემზე და ეს ცუდი არ არის, ეს ძალიანაც კარგია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის ჩემზე კარგად საუბრობს, მას აშშ-სთან მოლაპარაკებებში ვერ უშველის. ვერანაირად ვერ უშველის. ძალიან მალე ცხადი გახდება, მექნება თუ არა მე რუსეთთან კარგი ურთიერთობები ან არა” – განაცხადა ტრამპლა “როიტერსთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის “ძალიან ნათელი, და უდავოდ ნიჭიერი ადამიანია”.
.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.1628 ლარია
შემდეგი სტატია„სილქნეტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს