დონალდ ტრამპი ესპანეთის ერთიანობის მომხრეა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთის სახელმწოფოს ერთიანობის მომხრეა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ კატალონიის მოსახლეობა რეფერენდუმზე სწორ არჩევანს გააკეთებს.


შეგახსენებთ, ამა წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში გაიმართება რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. ესპანეთის მთავრობის მეთაურმა მარიანო რაჰოიმ დაგეგმილ პლებისციტს უგუნურება უწოდა.
“ახლა ყველასთვის ნათელია, რომ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, რადგან არ არის საარჩევნო კომისია და არ დაბეჭდილა ბიულეტენები”, – აღნიშნა მან. მისი თქმით, ერთადერთი რამ, რასაც რეფერენდუმი მიაღწევს, ეს არის განხეთქილების და დაძაბულობის კერების შექმნა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: „ბურჯანაძის რეიტინგი ნოლია!“
შემდეგი სტატიათურქეთი აუქმებს ავიარეისებს ერაყის ქურთისტანში