დონალდ ტრამპი და მარინ ლე პენი: მთავარი ციტატები

le1დონალდ ტრამპს და მარინ ლე პენს ამერიკელი და ფრანგი ამომრჩევლები და ჟურნალისტები ხშირად ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
“დონალდ ტრამპი ამერიკელი მარინ ლე პენია” – წერს ჟურნალი New Yorker.
“ევროპას საკუთარი დონალდ ტრამპებიც ყოფნის” – უპასუხა გამოცემას მარკ ჩემპიონმა BloombergView-ში, რომლის აზრითაც ლე პენს მეტი შანსი აქვს საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს – ამერიკის.

როცა ტრამპმა მოწოდება გააკეთა მუსლიმების აშშ-ში არ შეშვების გამო, ლე პენმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა: “თქვენ გაგიგიათ ოდესმა, რომ მე მსგავსი რამ მეთქვას?”
პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რას ვიგულისხმებთ “მსგავს რამეში”.
აი, რას ამბობდნენ პოლიტიკოსები სხვადასხვა თემებზე.

მიგრანტები

ტრამპი: დონალდ ტრამპი მოწოდებას აკეთებს “სრულიად დაიხუროს მუსლიმების ქვეყანაში შემოშვება, სანამ არ გაერკვევიან რა ხდება”
ლე პენი: ლე პენი მოწოდებას აკეტებს საფრანგეთმა მიგრანტების მიღება შეწყვიტოს.
ტამპი: “როცა მექსიკა (აშშ-ში) საკუთარ მოქალაქეებს აგზავნის, ის არ აგზავნის საუკეთესოებს. ის არ გაგზავნით თქვენ. ის აგზავნის იმათ, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს და ეს პრობლემები მათ აქ მოაქვთ. მოაქვთ ნარკოტიკები. მოაქვთ პროსტიტუცია. ისინი მოძალადეები არიან. ზოგიერთები კი, მე ასე მესმის , იქნებიან კარგებიც”.
ლე პენი: “თქვენ დაასახლებთ საკუთარ ოჯახში 12 არალეგალ მიგრატს? არა. ყველაფერთან ერთად ისინი შპალიერს ჩამოგიხევენ. ვიღაცა საფულეს მოგპარავთ ან ცოლს გაგიუპატიურებთ. თქვენ ეს არ გაწყობთ. ჩვენ ვიღებთ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტთ ვინ მივიღოთ.”

საზღვრები

ტრამპი: “მე ავაშენებ დიდ კედელს, დამიჯერეთ, ისეთ კეედლს, რომელიც მანამდე არავის აუშენებია და ამას მინიმალური დანახარჯებით გავაკეთებ. მე ავაშენებ, დიდ, დიდ კედელს სამხრეთით და მექსიკას ვაიძულებ ყველა დანახარჯი გადაიხადოს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები”.
ლე პენი: “რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ევროკავშირში, საფრანგეთმა საკუთარ საზღვრებზე კონტროლი უნდა აიღოს ერთხელ და სამუდამოდ. საზღვრის გარეშე შეუძლებელია უსაფრთხოება და თავდაცვა.”

პუტინზე

ტრამპი: “ვფიქრობ, მას გავუგებ. და მგონია, რომ არ იქნება ის პრობლემა, რომელიც ახლა გვაქვს.”
ლე პენი: “მე მას პატივს ვცემ “ცივი თავის” გამო, იმის გამო, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ მას ცივი ომი გამოუცხადეს. მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მან შეძლო მისი ერი ისევ დიდი გაეხადა, რომელიც ბევრჯერ გახდა დაცინვის და დამცირების საგანი 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მან ხალხს სიამაყის და სიხარულის გრძნობა დაუბრუნა”.

პატრიოტიზმი

ტრამპი: “სამწუხაროდ, “ამერიკული ოცნება” მოკვდა. მაგრამ მე თუ ამირჩევენ პრეზიდენტად, მე მას დავაბრუნებ. ის იქნება მეტი და ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა და ჩვენ ისევ ვიხილავთ დიდებულ ამერიკას”.
ლე პენი: “რაღაც უნდა ვთქვა: აშშ-ში ძალიან დიდი პატრიოტები არიან. მათი პატრიოტიზმი ხილვადია. საფრანგეთმა დიდი ხანია უარი თქვა პატრიოტიზმზე. ადამიანები გვაიძულებენ არ გვიყვარდეს საკუთარი ქვეყანა. ”

ისლამური სახელმწიფო

ტრამპი: “არავინ იქნება ისლამურ სახელმწიფოსთან ისეთი სასტიკი, როგორც დონალდ ტრამი. არავინ. მე ჩვენს არმიაში ვიპოვი ახალ გენერალ პატონს და გენერალ მაკარტურას (მეორე მესოფლიო ომის გმირები). მე ვიპოვი საჭირო ადამაინებს. მე ვიპოვი ადამიანს, რომელიც არმიას ხელს მოკიდებს და მას ეფექტურს გახდის.”
ლე პენი: “ბაშარ ასადი დღეს სირიის ლიდერია და არმიას ხელმძღვანელობს. არ შეიძლება ისლამური სახელმწიფოს განადგურება მანამდე, სანამ დიდი კოალიცია არ შეიქმნება, სადაც ბაშარ ასადიც შევა… მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამას სამი წლის წინ გაავკეთებდი”

ჩინეთი

ტრამპი: “როდის ნახეთ ბოლოს, რომ ჩვენ ჩინეთს გავასწარით, ვთქვათ, სავაჭრო საქმეეში? ისინი ყოველთვის გვისწრებენ. მე კი ჩინეთს ყოველთვის ვამარცხებ. ყოველთვის.”
ლე პენი: “საფრანგეთის ყველა მსხვილმა კომპანიამ ჩინეთი აირჩია, სადაც ხდება დიდი წილი სამეწარმეო საქმიანობა. მზე საფრანგეთში უნდა ამოდიოდეს და ჩადიოდეს ჩინეთში.”

ერაყი

ტრამპი: “ადამიანებს თავებს აჭრიან და ახრჩობენ. ახლა ისინი უფრო ცუდად გრძნობენ თავს, ვიდრე სადამ ჰუსეინის და კადაფის დროს”
ლე პენი: ” სადამ ჰუსეინის ჩამოდგებამ ერაყში ქაოსი გამოიწვია, რომელიც ჯიჰადიზმის სახლი გახდა”.

სამუშაო ადგილები

ტრამპი: “რაც შეეხება ადამიანების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას, მე ყველაზე დიდი პრეზიდენტი გავხდები, რაც კი ღმერთს შეუქმნია. თქვენ გეუბნებით ამას. მე დავაბრუნებ ადგილებს ჩინეთიდან, მექსიკიდან, იაპონიიდან და ბევრი სხვა ადგილებიდან. მე დავაბრუნებ თქვენს სამუშაო ადგილებს და თქვენს ფულს”.
ლე პენი: “მხოლოდ “ნაციონალურ ფრონტს” შეუძლია საფრაბგეთს მთავარი იარაღი დაუბრუნოს (სახელმწიფო ბიუჯეტი და საზღვრები), რომ გლობალიზაციას შეებრძოლოს და მიაღწიოს ინოვაციურ წარმატებებს და რეინდუსტრიალიზაციას”.

banner
წინა სტატიაშიმუამარ კადაფის შვილს ლიბანში აპატიმრებენ…
შემდეგი სტატიარატომ აწვენენ კუბოში ოფისის თანამშრომლებს სამხრეთ კორეაში