დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში არიან

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 12 ივნისს დაგეგმილი სამიტისთვის ემზადებიან და უკვე სინგაპურში არიან. ისტორიული სამიტი კურორტ-კუნძულ სენტოზაზე ჩატარდება, სადაც უკვე ემზადებიან შეხვედრისთვის და ბოლო დეტალებს გადიან. ამასთანავე, არ გამორიცხავენ იმას, რომ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სამიტამდეც შეხვდებიან ერთმანეთს. სინგაპურში გაფრენამდე დონალდ ტრამპმა შეხვედრას “მშვიდობის დამყარების უნიკალური შანსი” უწოდა და დაამატა, რომ ის და კიმი ერთმანეთს “უცხო ტერიტორიაზე შეხვდებიან – ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით” – “ბიბისი” წერს.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპზე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა სინგაპურში და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სავარაუდოდ, ლი სიანლუნთან შეხვედრას მალე დონალდ ტრამპიც გამართავს.

banner
წინა სტატიაშიჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება
შემდეგი სტატიაპარიზი ტრამპის საქციელს “უპრეცენდენტო შეურაცხყოფას” უწოდებს