დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა. კლივლენდში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობის ბოლო დღეს ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

თავის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აშშ-ს უსაფრთხოებას, აყვავებასა და მშვიდობას მოუტანს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.

როგორც მოსალოდნელია, მომავალ კვირას დემოკრატიული პარტია პრეზიდენტის ოფიციალურ კანდიდატად ჰილარი კლინტონს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეებზე – არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ არის, მათ შორის არც სისხლის პროდუქტების
შემდეგი სტატიაკაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა