დომოდედოვოს აეროპორტში დააკავეს საქართველო მოქალაქე, რომელიც 15 წლის განმავლობაში იძებნებოდა

მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 15 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “იტარ-ტასი” რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებული მამაკაცის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის 58 წლისაა. როგორც “იტარ-ტასი” წერს, მამაკაცზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალური ძებნა 1991 წელს გამოაცხადა. ის ყაჩაღობასა და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამჟამად რუსული მხარე მისი საქართველოსთვის გადაცემის საკითხს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიუზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატია“საქართველოს ბიუჯეტს უკან დავუბრუნებთ მოპარულ და გატანილ თანხებს უკანასკნელ თეთრამდე”