დოლიძე, ბადურაშვილი, ბერიკაშვილი, შენგელაია… – “ოცნების” ყრილობაზე ინტელიგენციაც მიიწვიეს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

“ქართული ოცნების” ყრილობაზე, რომელიც ხვალ გაიმართება არსებული ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლებიც არიან მიწვეული. ცნობილია მათი სიაც:
რეჟისორი ქეთი დოლიძე, მსახიობი გურანდა გაბუნია, მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, მსახობი ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი ქეთევან კიკნაძე, მხატვარი ნიკუშა შენგელაია, პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობი გივი ბერიკაშვილი, მსახიობი კახი კავსაძე, მსახიობი მარინა კახიანი, მსახობი მარიან ჯაში, მომღერალი ზურაბ მანჯავიძე, რეჟისორი ლანა ღოღოერიძე, დავით ოქიტაშვილი, ნელი კობიაშვილი.

ხვალინდელ ყრილობას სავარაუდოდ  ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნულ ყრილობაზე მიწვეულია ირაკლი ღარიბაშვილიც, თუმცა მივა თუ არა ის სპორტის სასახლეში ჯერჯერობით უცნობია. “ქართული ოცნების” ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტი არ მიუწვევიათ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: აუცილებელი არ არის პრეზიდენტი ყრილობას ესწრებოდეს
შემდეგი სტატია2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა